კორონავირუსი

CNN: საქართველოს დაუმორჩილებელი მართლმადიდებლური ეკლესია საგანგებო ზომის მიუხედავად, წირავს

CNN

CNN-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა საქართველოში, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესიის დაუმორჩილებლობაზე. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელება ამ დრომდე არაა დიდი მასშტაბის, ქვეყანა ახლა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. 

"[აღდგომას] საქართველოს ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია მთავარი საზეიმო ცერემონიების ჩატარებას აპირებს, რაზეც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეიძლება მომაკვდინებელი იყოს".

CNN წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მითითების დაცვაზე, ეკლესიები ღიაა და მსახურებებს აღავლენენ.

გამოცემას არც ის ფაქტი დარჩა უყურადღებოდ, რომ საქართველოს მასშტაბით 12 აპრილს ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბზობის აღსანიშნავად - "ისინი აშკარად არღვევდნენ ხელისუფლების მიერ 30 მარტს მიღებულ საგანგებო მდგომარეობას, რაც მოიცავს სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას".

CNN ასევე წერს წერს, რომ ეკლესია კვლავ უარს აცხადებს ზიარების ერთი კოვზით შეცვლის რიტუალზე. "ხშირად კოვზი არც კი ირეცხება ზიარების დროს გამოყენებათა შორის," - წერს გამოცემა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარზე, სალომე კანდელაკზე დაყრდნობით.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სპიკერი CNN-ს არ პასუხობს.

ამერიკული მედია ანალიტიკოსებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ეკლესიასთან მიმართებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების არ აღასრულებს. 

CNN სტატიაში წერს, რომ საქართველოს მთავრობა ეკლესიასთან შეთანხმდა, რომ გარკვეული ზომებით აღდგომის მსახურების ჩატარების უფლება ექნებათ.

"დამკვირვებლები ამბობენ, რომ ორივე - მთავრობაც და ეკლესიაც საზოგადოების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს," - წერს გამოცემა. ამ თემაზე გამოცემას არც სამთავრობო უწყებებმა მისცეს კომენტარი.

CNN-ის სტატია სრულიად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები