კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უმორჩილესად გთხოვთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, ვილოცოთ სახლიდან

დღეს მე უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ და ნუ შევიკრიბებით ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენზე ილოცებენ ჩვენი მამაოები, მღვდელმთავრები. რა თქმა უნდა, იქნება ლიტურგია, მაგრამ ჩვენ ნუ მივიღებთ მონაწილეობას.

საუბარია, რომ დაცული იქნება დისტაცია მეტრით, 2 მეტრით, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ ასეთი მასობრივი თავშეყრისას ამას ვერ დაიცავთ.

გარდა ამ 336 ადამიანისა, ვიცით რომ არიან გამოუვლენელი ინფიცირებულებიც, რომლებიც არიან ინფექციის მატარებლები და გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში, სწორედ ეკლესიებში.

ამიტომ, უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, ყველაზე უფრო მაღალრეიტინგულ და პატივცემულ ინსტიტუციას ქვეყანაში და ჩვენს მღვდელმთავრებს, მოუწოდონ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ჩვენი ბევრი ქართველი გადაურჩება ამ ინფექციას.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, იმედის ეთერში.

კომენტარები