ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: სამხედრო რეჟიმით მართვას არ ვფიქრობთ, საქართველო გარკვეულწილად დემოკრატიულია

ვთვლი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვამკაცრებთ ზომებს და აქედან გამომდინარე გვაქვს გადადგმული ყველა შესაძლო ნაბიჯი. ჩვენ სამხედრო რეჟიმის მართვას არ ვფიქრობთ, ვინაიდან ვთვლი, რომ საქართველო არის გარკვეულწილად დემოკრატიული სახელმწიფო და გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ვთვლი, რომ ჩვენი მოქალაქეებიც არიან ძალიან მაღალი შეგნების. მათთან დიალოგის, იმ გახსნილობის შედეგად, რომელიც ჩვენ გვაქვს, ისინი გაიაზრებენ, თუ რა რისკის ქვეშ იმყოფება საქართველო და მსოფლიო და შესაბამის ღონისძიებებს აუცილებლად მიმართავენ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს კითხვას, დგას თუ არა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ზომების გამკაცრების აუცილებლობა.

კომენტარები