ინფექციას ვერ გავექცევით, გაიზრდება ინფექცია. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად, ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ და რამდენად მსუბუქი შემთხვევები გვექნება, როგორი იქნება ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, რომ მოუაროს. 2000-ს მოუვლის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5, 8 10 ათასს, სადაც 30% იქნება სარეანიმაციო, ვერ მოვუვლით, იცოდეთ. გვექნება ბევრი მსხვერპლი.
ამიტომ, ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ნუ გავმართავთ იქ სმა-ჭამას. თითო ადამიანი გავიდეს და თითო კვერცხი გააგოროს, თუ შეიძლება. ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ამ წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი. იმიტომ, რომ ამან შეიძლება ისეთ სპირალში შეგვიყვანოს, საიდანაც შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება გამოსვლა.