კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები

სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე მყავს 3 შვილი და თვენახევარია ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება, ვიდრე სხვებს, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა - უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. "გამოძვრნენ" ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან. ამ ხრჩობის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის, ნუ გაგვიკეთებენ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ.  

ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია დავიჭერთ, თუ ყველანი სახლში ვიქნებით და პასუხისმგებლობას ავირებთ, რომ არ გამოვიდეთ სახლიდან.  

ჩვენი კლინიკა მაქსიმალურს ღებულობს, ეს რესურსი ამოგვეწურება თუ ასე გავაგრძელეთ და დავრჩებით ყველა ჰაერში, უექიმოდ.

თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები