ნავთობის ბაზარი

მოპოვების რეკორდული შემცირების მიუხედავად ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა

Reuters

ნავთობის მოპოვების რეკორდული შემცირების მიუხედავად, 14 მარტს Brent-ის მარკის ნავთობის ყველაზე მოკლევადიანი ფიუჩერსების ფასი 5%-ით დაეცა და ბარელი ნავთობის ფასმა 30 დოლარი შეადგინა. 

სავაჭრო დღის განმავლობაში ფასი რამდენჯერმე ჩამოცდა 30 დოლარს. მოპოვების რეკორდული შემცირებას ნავთობზე ფასების ზრდა არ მოყვა. 12 აპრილს OPEC და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მაისსა და ივნისში მოპოვებას დღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებდნენ. 

წლის მეორე ნახევარში ლიმიტი 7,7-მდე შემცირდება. შეთანხმების მოქმედების ვადად კი 2022 წლის აპრილი განისაზღვრა. შეთანხმების შემდეგ, გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი ლიმიტები არ იქნება საკმარისი ფასების საგრძნობი ზრდისთვის და, როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ბაზარზე განვითარებული მოვლენების მიზეზიც. 

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ნავთობის ფასები უახლოეს მომავალში შესაძლოა, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდეს, რაც დამატებით სტიმულს მისცემს OPEC-ის არაწევრ სახელმწიფოებს, შეამცირონ მოპოვება, მათ შორის, აშშ-საც. 

ბაზრის მიმომხილვების აზრით, ნავთობის ფასები არსებულ ამპლიტუდაში მანამ შენარჩუნდება, სანამ მიწოდება სათანადო დონემდე არ დაიწევს. 

კომენტარები