შსს: ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოვავლინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი შემთხვევა გამოავლინეს.

მათივე ცნობით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ.
კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმეს. 

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 55 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი. 

ამასთან, პოლიციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით"- აცხადებენ უწყებაში. 

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 8,665,000 ლარი შეადგინა.

კომენტარები