პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქველმოქმედო ორგანიზაცია დაარსეს

Getty Images

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქველმოქმედო ორგანიზაცია "Archewell" დაარსეს.

წყვილმა ორგანიზაციას სახელი თავიანთი 11 თვის შვილის, არქის [Archie] საპატივცემულოდ დაარქვეს.

"Arche ბერძნული სიტყვაა და ქმედებების წყაროს ნიშნავს. ჩვენ ამ კონცეფციას დავუკავშირეთ ორგანიზაცია, რომელსაც იმედია ერთ დღეს ავამუშავებთ. ასევე, ინსპირაცია ჩვენი ვაჟის სახელი გახდა", - თქვა წყვილმა.

მათივე თქმით, ორგანიზაციის იდეა საქვემოლმოქმედო და მოხალისეობრივი საქმიანობის კეთება იქნება. ამასთან ერთად, მათივე ინფორმაციით, შეიქმნება საიტი, სადაც შესაძლებელი იქნება ფილმების მოსმენა, პოდკასტების მოსმენა და წიგნების წაკითხვა.

კომენტარები