NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კორონავირუსი საქართველოში

საჩხერის მერი, რომლის ცოლს გუშინ Covid-19 დაუდასტურდა, 2 აპრილს მოხუცებს პროდუქტს ურიგებდა

კვირა, 5 აპრილი, 2020 - 21:14
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია
tbl.ge/4lzw
დაკოპირდა
რუსთავი 2

საჩხერის სამედიცინო კლინიკის ექიმი, რომელსაც სწრაფი ტესტის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, საჩხერის მერის, ბენიამინ ფალავანდაშვილის, ცოლია. 

მას შემდეგ, რაც 4 აპრილს ღამით გეგმიური შემოწმების დროს მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, ფალავანდიშვილი თვითიზოლაციაშია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მერს მაღალი რისკის მქონე ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. 

კერძოდ, სოციალური კამპანიის ფარგლებში საჩხერის მერმა 2 აპრილს სხვა მოხალისეებთან ერთად მარტოხელა მოხუცებს პირველადი საჭიროების ნივთები მიუტანა. 

საჩხერის მერიის წარმომადგენლის თქმით, მერიის სოციალური კამპანიის ფარგლებში პირველადი მოხმარების ნივთები 83 მოხუცს დაურიგდა და აქციაში მონაწილეობას წითელი ჯვრის მიერ გადამზადებული მოხალისეები იღებდნენ. 

"მოხალისეების ერთერთი ჯგუფის წევრი არის მერიც, რომელმაც გაიარა უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი," - ამბობს მერიის წარმომადგენელი მედიასთან. 

თავად ბენიამინ ფალავანდიშვილის თქმით, მას უკვე გაუკეთდა ტესტი კორონავირუსზე. ფალავანდიშვილის თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში გადავიდეს ის ხალხი, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა. 

"მეც ვერ ვხედავ აუცილებლობას [თვითიზოლაციაში გადავიდნენ ის პირები, ვისთანაც კონტაქტი მქონდა] და თვითონ სამედიცინო ცენტრში ვიმყოფებოდი ახლა, სანამ ჩემი ანალიზები არ იქნება, ამ წუთში არაა მაგის აუცილებლობა. მე თვითონ არ მაქვს არანაირი დისკომფორტი, არანაირი ტემპერატურა, არანაირი არაფერი. აუცილებელი რომ არ იყოს, ნამდვილად არც ვიფიქრებდი, რომ ამეღო ეს ანალიზი. როცა პასუხი იქნება, იქიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ,"- თქვა ფალავანდიშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმს ახალი კორონავირუსი 4 აპრილს, საღამოს სწრაფი ტესტებით გეგმიური შემოწმების დროს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიის პასუხი მას ჯერჯერობით არ მიუღია. კლინიკის 100-მდე თანამშრომელი ამ დროისთვის იზოლაციაშია. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს. სავარაუდოდ, საჩხერის მერის ცოლს ვირუსი ერთერთი მათგანისგან გადაედო, თუმცა კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ექიმს ინფიცირებულ პაციენტებთან შეხება შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე არ ჰქონია. 

საჩხერის მერიასაჩხერის მუნიციპალიტეტიბენიამინ ფალავანდიშვილიკორონავირუსი საქართველოშისაჩხერის სამედიცინო ცენტრი

ამავე თემაზე

  • შაბათი, 19 აგვისტო, 2023 - 20:05ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
  • სამშაბათი, 28 თებერვალი, 2023 - 13:43როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
  • ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2023 - 21:49ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
  • სამშაბათი, 4 ოქტომბერი, 2022 - 16:37COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
  • ორშაბათი, 3 ოქტომბერი, 2022 - 17:04აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში