კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ადრე მარტივი იყო კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია

formulanews

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, თითოეული პაციენტის დაინფიცირების პირველწყაროს და ისტორიის გარჩევის ფიზიკური საშუალება უკვე აღარ არის.

„ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია და ჩვენ თითოეული მათგანის გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს. გვიდასტურდება და ჩვენთვის პაციენტი პაციენტია. ეს უკვე ალბათ სხვა სტრუქტურების საქმეა,“ - თქვა სოლოღაშვილმა. 

მისივე თქმით, დღეს ტესტირება ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ კიდევ 4 პაციენტს ჩაუტარდება და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები