კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ცხელების კლინიკები პროგრამაში ჩაერთვებიან, მათ აღჭურვას სახელმწიფო უზრუნველყოფს

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ცხელების კლინიკებს, რომლებიც პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, მედპერსონალისთვის დამცავი საშუალებებით აღჭურვაში სახელმწიფო დაეხმარება.

"პირველ ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც უკვე ჩართულია პროგრამაში და მათ არ შეექმნათ დეფიციტი და ხარვეზები ამ პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე, შემდგომი კლინიკები, რომლებიც ეტაპობრივად იქნებიან ჩართული, ესაა ცხელების კლინიკები და მათზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და მათი აღჭურვაც იქნება ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი", - თქვა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო მზადაა, კერძო კლინიკებს დაეხმაროს კომუნიკაციში, რათა მედპრსონალისთვის აღჭურვილობა დამოუკიდებლად უზრუნველყონ. 

"ზოგადად, მსოფლიოში არის აღჭურვილობის დეფიციტი, თუმცა, ჩვენ როგორც ადგილობრივი მომწოდებლებისგან, ასევე უცხოეთიდან, მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ შევავსოთ მარაგი", - თქვა ტიკარაძემ.

კომენტარები