კორონავირუსი საქართველოში

თბილისის მიკროავტობუსი კომპანიებს მომსახურე პერსონალის გადაყვანას სთავაზობს

www.facebook.com/თბილისის-მიკროავტობუსი

"თბილისის მიკროავტობუსი" სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს მომსახურე პერსონალის გადაყვანას სთავაზობს. 

მათი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ობიექტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად მუშაობას აგრძელებენ.

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსხურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს "თბილისის მიკროავტობუსი" მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა", - წერია განცხადებაში. 

როგორც მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, "თბილისის მიკროავტობუსი" გამოთქვამს მზადყოფნას, მოემსახუროს აღნიშნული ტარიფით ყველა იმ კომპანიას, რომელთა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. 

"კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით,  ერთ მიკროავტობუსზე,  ფინანსური სარგებლის გარეშე, ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით - ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით. მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას," - წერია განცხადებაში. 

კომენტარები