კორონავირუსი საქართველოში

გახარია აღდგომაზე: 21:00-დან 6:00-მდე იმუშავებს აფთიაქები, სხვა არაფერი, ესაა კომენდატის საათი

საქართველოს მთავრობა

"სრული კარანტინი, ე.წ კომენდატის საათი ნიშნავს, რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ აფთიაქებს - სხვას არაფერს", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე, აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს საეკლესიო დღესასწაულებთან დაკაშვირებით.

გახარიას შეფასებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ ესაა ის "მინიმუმი", რისი გაკეთებაც და დათმობაც მთავრობას შეეძლო, იმისთის, რომ არ გამოცხადებულიყო საყოველთაო კარანტინი.

"კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა წესები, ჩვენ კომუნიკაციას გავაგრძელებთ. მაგრამ უნდა გავითვალისწონოთ, რომ მთავრობის პასუხიმგებლობაა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვართ დარწმუნებულები, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. იმიტომ, რომ მე, როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის.", - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, საქართველოში "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი" ცხადდება.

გახარიას თქმით, იკრძალება:

  • ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.
  • 3 ადამიანზე მეტის თავშეყრა
  • 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა
     

21:00-დან დილის 06:00-მდე კი ე.წ კომენდატის საათი ცხადდება.

საქართველლოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები