კშიშტოფ პენდერეცკი

The Exorcist, The Shining, Twin Peaks: კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი გარდაიცვალა

Film

86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობისგან პოლონელი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი გარდაიცვალა. მისი მუსიკა ისმის რამდენიმე სერიალსა და ფილმში, რომელთა შორისაა: The Sining, The Exorcist, Twin Peaks, Shutter Island და რამდენიმე სხვა პროექტი. 

პენდერეცკი 1933 წელს დაიბადა და ინდუსტრიაში პირველად სამოციანებში გამოჩნდა. მის შემოქმედებას ახასიათებდა ავანგარდის, ნეოკლასიციზმისა და სასულე მუსიკის ჟანრების ერთგულება. 

კომპოზიტორს უმუშავია ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა: ალფონსო კუარონი, დევიდ ლინჩი, სკორსეზე და ბევრ სხვა ლეგენდარულ შემოქმედთან. 

განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა მისი კომპოზიცია - Threnody for the Victims of Hiroshima, რომელიც სერიალის Twin Pix მესამე სეზონში ისმის. 

პენდერეცკი 5 გრემისა და იუნესკოს საპატიო ჯილდოს მფლობელია. 

 

კომენტარები