კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: ბოლნისსა და მარნეულში იზოლაცია სრულადაა უზრუნველყოფილი, სიტუაცია მშვიდია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"მარნეულსა და ბოლნისში თავიდან მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებული სირთულეები იყო, თუმცა ახლა ეს ყველაფერი აღმოფხვრილია... სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია. სიტუაცია ამ ორივე რაიონში მშვიდია. მინდა მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რადგან ეს ზომები და შეზღუდვები აუცილებელია თითოეული მათგანისთვის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის", - ამის შესახებ პრემიერმინიისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ჩიქოვანის ცნობით, დღეის მდგომარეობით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი თვიმმართველობისა და მედიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი უკვე მოინახულეს და შეამოწმეს სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. აქედან მხოლოდ 25-ს აღმოაჩნდა სიცხე, მათგან 2 პირის მდგომარეობა იყო საყურადღებო და როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ისინი მარნეულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

პრემიერმინისტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში სურსათის უზრუნველყოფის მხრივ პრობლემა არ არსებობს. შეუფერხებლად მუშაობს ყველა ქსელური მაღაზია. ჩიქოვანის ცნობით, თავდაპირველად შეფერხება იყო მცირე ზომის "ე.წ სოფლის მაღაზიებში", თუმცა ამ დროისთვის შეფერხება გამოსწორებულია.

ბონისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმი უკვე 48 საათია გამოცხადებული. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტის 01:00 საათიდან მარნეული და ბოლნისი საკარანდინო ზონებად გამოცხადდა. კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში ქალს 4 დღის განმავლობაში გრიპზე მკურნალობდნენ და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ მოხდა მისი კორონავირუსზე ტესტირება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები