WHO: აშშ, შესაძლოა, Covid 19-ის ახალი ეპიცენტრი გახდეს

CNBC

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ძალიან აჩქარდა, აშშ კი შესაძლოა გლობალური კრიზისის შემდგომი ეპიცენტრი გახდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში Covid 19-ით ინფიცირების 46 000 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია. ორშაბათს, 23 მარტს, აშშ-ში ვირუსით 100 ადამიანი დაიღუპა.

ამ ეტაპზე მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 396 122 დადასტურებული შემთხვევაა. დაიღუპა 17 250 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 103 748.

ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზე ჩინეთია, ოფიციალური ინფორმაციით, აქ კორონავირუსით დაინფიცირდა სულ 81 171 ადამიანი. დაიღუპა - 3 277, გამოჯანმრთელდა - 773 159.

მას იტალია მოსდევს 63 927 დადასტურებული შემთხვევით. დაიღუპა მეტი ადამიანი, ვიდრე ჩინეთში - 6 077, გამოჯანმრთელდა - 7 432.

აშშ-ში დადასტურებულია 46 274 შემთხვევა. დაიღუპა - 588 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 295.

კომენტარები