კვიპროსის ერთერთმა მაცხოვრებელმა, კორონავირუსის პანდემიის დროს, ძაღლის გასეირნების ორიგინალურ ხერხს მიაგნო. ვაკის დემეტრიო შინაურ ცხოველს დრონით ასეირნებს.
"კარანტინის მე-5 დღე. დარჩით სახლში უსაფრთხოდ, თუმცა არ დაივიწყოთ თქვენი ძაღლის ბედნიერება," - დაწერა მან Facebook-ზე.
ამ დროის მონაცემებით კვიპროსში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 75 შემთხვევაა გამოვლენილი.