კორონავირუსი

ჩიქოვანი: საკმარისზე მეტი ტესტი გვაქვს, რომ ვისაც სჭირდება, ყველას ჩაუტარდეს ტესტირება

შესაძლოა, ტესტირების რესურსი გაიზარდოს, სხვადასხვა ადგილობრივი ლაბორატორიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ რამდენიმე სახელმწიფოსთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შედეგები წარმატებული ტესტირების პროდუქტებთან მიმართებაში. ეს საუბარი მიმდინარეობს და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება მომავალი კვირის დასაწყისში, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს სახელმწიფოში არის საკმარისზე მეტი ტესტი, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ვითარების გათვალისწინებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება, ჩაუტარდეს ტესტირება.

მგონია, რომ პოლიტიკოსებზე უფრო უკეთესად ნამდვილად იციან ეპიდემიოლოგებმა, თუ როდის და რა ფორმის ტესტირება უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. დღეს გვაქვს სრული ნდობა ამ ადამიანების მიმართ, რომ ჩვენ მივდივართ სწორად, რა პროტოკოლებიც ყველაზე უკეთ არის აპრობირებული ტესტირების თვალსაზრისით და მივდივართ და ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს რომ ჩვენი ტესტირების შესაძლებლობები ქვეყანაში გაიზარდოს უახლოეს პერიოდში

პრემიერის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ე.წ აგრესიულ ტესტირებაზე.

კომენტარები