კორონავირუსი

იმნაძე: სამი ახალი შემთხვევა არის ოჯახური კლასტერი, ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში

სამივე შემთხვევა არის ოჯახური კლასტერი. პაციენტები იმყოფებიან ბოჭორიშვილის კლინიკაში და მათ ჯანმრთელობას იკვლევენ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო - ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტს. როგორც გვაჩვენა პრაქტიკამ, ძალიან ბევრი, ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად, ანუ ოჯახი კი არის იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან არ არიან ხოლმე იზოლაციაში, ამიტომ ვინც არის თვითიზოლაციაში, ოჯახშიც დაიცავით ერთმანეთისგანაც იზოლაციის წესები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის სამ ახალ შემთხვევაზე.

კომენტარები