აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 577 ახალი შემთხვევა, სულ კი COVID-19-ით 14,366 პირი დაინფიცირდა.
20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 ათასს გადასცდა.ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 245,912-ია, აქედან გამოჯანმრთელდა 88 465 ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს, გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვვა , სულ დადასტურებულია - 43. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge.





