ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 147 ადამიანი დაიღუპა

https://www.france24.com/

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1,135-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსმა 147 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1,192 ახალი შემთხვევა. ჯამში ირანში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 17,361 მიაღწია, აქედან 5,389 პირი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1,344 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216.

18 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 203,567 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 82,866, ხოლო ვირუსის შედეგად გარდაიცვალა - 8,225.

კომენტარები