ბრიტანული როკ-ჯგუფის, Coldplay-ს სოლისტმა, კრის მარტინმა, Instagram-ის საშუალებით ონლაინ კონცერტი გამართა მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო სახლში რჩება.
"იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ჯანმრთელად და დაცული ხართ", - დაწერა კრის მარტინმა.
კრის მარტინმა 30-წუთიანი ლაივის დროს მსმენელების თხოვნით 9 სიმღერა შეასრულა.
"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. იმედი მაქვს, ყველა ყველასთვის ლოცულობს", - თქვა Coldplay-ს სოლისტმა.
[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=720&v=YMBK9OfsKO4&feature=emb_title]
დღეს, 17 მარტს, ონლაინ კონცერტის გამართვას ამერიკელი მომღერალი, ჯონ ლეჯენდიც გეგმავს.