ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ალექსი გოგოლაურის და დიდუბის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და თინათინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, ალეკო გობრონიძის და ლერი ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები