არჩევნები 2020

ვოლსკი: მოვუწოდებ ოპონენტებს, ამ ჟივილ-ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას, თავი დაანებონ

მე კმაყოფილი ვარ, რომ დაგვთანხმდა ოპონენტების ჯგუფი. აღარ დაიჩემეს, რომ 20 უნდა იყოს მაჟორიტარი. ალბათ, თვითონაც მიხვდნენ, რომ გეოგრაფია ამის საშუალებას არ იძლევა. კარგია, რომ არ დარჩა არც ერთი შეკითხვა, რაც შეეხება თვითონ სისტემას. მაგრამ, არის კიდევ გარკვეული დეტალები შესთანხმებელი და, აქედან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, ამ ჟივილ-ხივილს, გამარჯვების რაღაც უსაფუძვლო ყიჟინას, თავი დაანებონ.  

საქართველო დაწყნარდა, ისედაც ბევრი პრობლემაა. გადავიდეთ უკვე ჭიდილზე პროგრამების და ჩვენი გეგმების. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეშინია, არ განმეორდეს, რაც 24 ივნისის შემდეგ განმეორდა. კიდევ ეს ხმაური, რომ აბა, ხელები ამოვუტრიალეთ ვიღაცას და, აბა, რაღაც გავაკეთეთ, არასწორია, არარელევანტურია, უსაფუძვლოა.  

პარტიები რა შუაშუა, საზოგადოება უნდა გამოვიდეს გამარჯვებული. მე ვფიქრობ, ეს ფორმულა საზოგადოებისთვის არის მისაღები და კარგი.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ითვალისწინებს მანდატების 120/30-ზე განაწილებას 1%-იანი ბარიერით. ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

კომენტარები