ბათუმში 9 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა.
ის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.