ირანში კორონავირუსით 77 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 2336 შემთხვევა

AFP - Getty Images

ირანში ახალი კორონავირუსით 77 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი 2336-მდე გაიზარდა.

ჩინეთის შემდეგ, ვირუსით გარდავლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა.

გუშინ, 2 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 92 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. დაავადებულთაგან 48 448 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები