კორონავირუსი

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

unian.net

უკრაინაში კორონავისრუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვიქტორ ლიაშკოს თქმით, გუშინ 4 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება და აქედან ერთ პირს ვირუსი დაუდასტურდა. ის ჩერნოვეცკის ოლქის მცხოვრებია, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 89 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი, 54 ადამიანი, ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 45 393 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები