ევროპული საქართველო

უგულავა: ესაა ბრძოლა ხალხისა ივანიშვილის წინააღმდეგ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს

პირველი სათქმელი ის მაქვს, რაც ვთქვი, როდესაც ბოლოჯერ შემოვედი აქ - ესაა ბრძოლა ხალხისა ივანიშვილის წინააღმდეგ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ ივანიშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდება ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილების ან კორექტირების ხარჯზე ანუ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯის ხარჯზე. შეუძლებელია სხვანაირად იმიტომ, რომ პოლიტიკური ლოგიკაა ასეთი.

ეს არ არის ლიტონი სიტყვები იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ხშირად ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა ხოლმე, რომელიც მერე ანეკდოტად გადაიქცეოდა ხოლმე, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია

ევროპულმა საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, ამის შესახებ ე.წ მატროსოვის ციხიდან ტვ პირველისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში ისაუბრა.

კომენტარები