კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეკომენდაციებზე კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა ამ დროისთვის მათი რეკომენდაცია არ არის, მხოლოდ გამკაცრდება კონტროლი რისკჯგუფის შემცველი ქვეყნებიდან შემომსვლელი ვიზიტორების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნიდან შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, ორკვირიანი კარანტინის გატარება მოუწიოს.
"გაგრძელდება აქტიური თერმული სკრინინგი სასაზღვრო ზონებში, როგორც საჰაერო პუნქტებში, ასევე საზმელეთო სასაზღვრო ზონებში. ჩვენ აქტიურად ვმსჯელობთ მაღალი რისკჯგუფის შემცვლელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების კარანტინზე. კარანტინი იქნება ის აქტიური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად აქტიურად გამოვიყენებთ, თუკი საჭირო იქნება ეს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
5 ადამიანი გადის მკურნალობას თბილისისა და ქუთაისის ინფექციურ დაწესებულებებში. კორონავირუსის სიმპტომები არცერთ მათგანს არ აღენიშნება, თუმცა ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.





