ეს რუსული ოპოზიცია, ნაცები მყავს მხედველობაში, სისტემატიურად, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 24 საათი ატრიალებს ბიძინა ივანიშვილის სახელს. რაც შეეხება ამ ბოლო განცხადებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ახლა ბიძინა ივანიშვილის ბულინგით არიან დაკავებული.
რა თქმა უნდა, ბულინგია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება უშუალოდ ამ [საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების] პროცესში. იქ ჩართული არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც აგრეთვე არის ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, იქ არის გენერალური მდივანი, იქ არის აღმასრულებელი მდივანი და ა.შ. ანუ პარტიის ელიტა არის ჩართული. ისინი ახმოვანებენ იქ უშუალოდ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს