ჰონგ-კონგის ერთერთ რაიონში, შეიარაღებულმა პირებმა 600 რულონი ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს. მოპარული პროდუქციის ღირებულება 218 დოლარს შეადგენს.
საქმე ისაა, რომ კორონავირუსის გამო ქალაქში ტუალეტის ქაღალდის მწვავე დეფიციტია. ჰონგ-კონგის პოლიციის ინფოორმაციით, დანებით შეიარაღებულმა პირებმა ვენკოკის რაიონში ერთ-ერთი მაღაზიის დისტრიბუტორს ტუალეტის ქაღალდი მუქარით გასტაცეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა ორი სავარაუდო დამნაშავე, რომელთა პირადი ჩხრეკისას მოპარული პროდუქციის ნაწილი აღმოაჩინეს. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ჰონგ-კონგში ტუალეტის ქაღალდზე უზარმაზარი რიგები დგას.
ადგლილობრივი ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, რომ კორონავირუსი ჰიგიენური პროდუქტით მომარაგებას საფრთხეს არ უქმნის, ადგილობრივები მარაგის შექმნას ცდილობენ. ტუალეტის ქაღალდის გარდა, არნახულად გაიზარდა მაკარონზე, ბრინჯსა და სხვადასხვა საწმენდ საშუალებებზე მოთხოვნა.
თითქმის შეუძლებელია სამედიცინო ნიღბისა და სადენზიფექციო საშუალებების შეძენა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვითარების გართულება ჭორებმა გამოიწვია და მომარაგებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
დაახლოებით იგივე ვითარებაა სინგაპურშიც, სადაც კორონავირუსის 75 შემთხვევა გამოვლინდა.





