ეს არის ყოვლად ქაჯური და გოიმური ტრენდის გამოვლინება, რომელიც, სხვათა შორის, დაამკვიდრა ეროსი კიწმარიშვილმა, თავის დროზე, როდესაც ჟურნალისტები რაღაც ხელშეუხებელ, მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, არსებებად გამოიყვანა. ქართულ ჟურნალისტიკაში 80% არიან ქაჯები, გოიმები და უვიცები, სტარები. მე არ ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც შრომობენ სიუჟეტებს აკეთებენ, მაგრამ ე.წ სტარები არიან ასეთები, როგორსაც მე ვამბობ. მე არ ვარ მათი ამქრის წევრი, არც არასდროს ვიყავი და პირდაპირ გეუბნებით, რომ უვიცი, ქაჯი, გოიმი ხალხია. და, ეს რაღაც აპლომბი, კრიტიკის მიღმა, რომ არის ვიღაც, ეს არის ქაჯური, გოიმური ამბავი.
tbl.ge/4g4u
დაკოპირდა

შალვა რამიშვილი საკუთარ გადაცემაში, სადაც ანრი ოხანაშვილი ჰყავდა სტუმრად, ინგა გრიგოლიას განცხადებას აფასებს, რომლითაც მან ოხანაშვილს უპასუხა, მას შემდეგ რაც დეპუტატმა ტვ პირველის ჟურნალისტს თამარ ჩიხლაძეს, გადაცემაში ვახტანგ რობაქიძის მიწვევის გამო, ამორალური და უზნეო უწოდა. ამავე განცხადებაში გრიგოლია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებთან საუბრის ტონს აკრიტიკებს.
ამავე თემაზე
- რამიშვილი: რუსეთი უკრაინას თვლის თავისად, და არც თუ ისე უსაფუძვლოდ
- ლაშა რამიშვილი: ნუ მანიპულირებ ჩვენი სახელით - პროპაგანდისთვის ჩვენი გამოყენებაა სიყვარული?
- სახალხო დამცველმა დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროება
- შალვა რამიშვილის წინააღმდეგ POSTV-ის ყოფილი ჟურნალისტის საჩივარი ქარტიამ დასაშვებად ცნო
- რამიშვილის ყოფილი ცოლი: ჩემი შვილის წერილში გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელი




