პროგნოზებისგან არათუ თავს შევიკავებდი, უბრალოდ, უსარგებლოა, თავადაც არ იცის, რა უნდა და ბოლო მომენტამდე არ ეცოდინება.
აქ ხომ არავითარი მართლმსაჯულება არ ხორციელდება. უბრალოდ, ერთი SMS შეტყობინებით და წინა დღეს საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით გამოიტანს ვითომ სასამართლოს გადაწყვტილებას ბატონი ლომიძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, ერთერთი ყველაზე მორჩილი მოსამართლეა და ალბათ, შემთხვევით არც მას დააწერეს ეს საქმე.
7 წლის განმავლობაში იხილავდა საქალაქო სასამართლო და ამ საქმეში გამამართლეს. ახლა მოულოდნელად, გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩანიშნეს პროცესი. რას უნდა ელოდებოდე - ან, რა თქმა უნდა, პატიმრობას 10 მარტს ან მერე უზენაეს სასამართლომდე მივა ეს საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე დახვდება იქ და რას გადაწყვეტს, კაციშვილმა არ იცის





