ტაილანდი

ტაილანდში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, არიან დაშავებულები

BBC

ტაილანდში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, არის ბევრი დაშავებული. სავაჭრო ცენტრთან ცეცხლი 32 წლის ჯარისკაცმა გახსნა. 

ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უმცროსმა ოფიცერმა მეთაური მოკლა და სამხედრო ბაზიდან იარაღი გაიტაცა. 

პოლიცია ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრში შესვლას ცდილობს. სადაც, მათი ინფორმაციით, თავდამსხმელი იმყოფება. 

თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, ის კითხულობს, უნდა ჩაბარდეს თუ არა პოლიციას. 

მანამდე, BBC-ს ინფორმაციით, თავდამსხმელმა იარაღისა და ტყვიების ფოტო გაავრცელა, წარწერით: "სიკვდილს ვერავინ აიცილებს."

 

კომენტარები