ტაილანდი

ტაილანდში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა, სროლას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

The firearm blog

ტაილანდში ბანგკოკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ქალაქში, კორატში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. სროლას "მრავალი ადამიანის" სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შემთხვევა ქალაქის ერთერთ სავაჭრო ცენტრთან ახლოს მოხდა.

The Spectator Index ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, ამბავი მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები