გაუპატიურება

სამეგრელოში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს

www.readersride.com

სამეგრელოში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ქალზე სექსუალური ძალადობა რამდენიმე თვის წინ მოხდა. მსხვერპლი სრულწლოვანია.

უწყების ინფორმაციითვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კიდევ სამი პირია დაკავებული. ისინი არიან ბრალდებულის ახლობლები, რომლებიც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 13-წლამდე.

კომენტარები