დენიელ რედკლიფი კომედიურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში Guns Akimbo მთავარ როლს შეასრულებს.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი - მაილზი კომპიუტერულ თამაშებს ქმნის, თუმცა ყოველთვის გმირობაზე ოცნებობდა. ერთ მშვენიერ დღეს მასთან ორი ადამიანი მოვა, ხელებზე იარაღს მიამაგრებს და აიძულებს, ინტერნეტ მაყურებლების გასართობად, საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძოლოს.
ფილმი 2020 წლის 5 მარტს გამოვა.