ირანი

ირანის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა დატოვა

abc news

კიმია ალიზადეჰმა, ირანელის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა, ქვეყანა სამუდამოდ დატოვა.

ამის შესახებ 21 წლის ოლიმპიელმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, იგი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. მიზეზად კი ქვეყანაში არსებული უსამართლობა და მთავრობის "თვალთმაქცობა" დაასახელა.

"მე ერთერთი ვარ იმ ირანელ მილიონობით ქალს შორის, რომელსაც წლების განმავლობაში ეთამაშებიან", - წერს ათლეტი.

კიმია ალიზადეჰმა 2016 წლის ოლიპმიურ თამაშებში, ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ალიზადეჰმა განცხადება ქვეყნის დატოვების შესახებ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზა დაბომბა, მოგვიანებით კი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც ბორტის სრული შემადგენლობა, 176 მგზავრი ემსხვერპლა.

კომენტარები