იაპონია

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 117 წლის გახდა

იაპონელი ქალი სახელად კანე ტანაკა 117 წლის გახდა და მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ადამიანის ტიტულიც მიიღო.

კანე ტანაკა იაპონიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ფუკუოკაში ცხოვრობს. მან 117 წლის იუბილე მოხუცთა თავშესაფარში აღნიშნა.

კანე ტანაკა გასული წლის 9 მარტს გინესის მსოფლიო რეკორდის წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი. ის მაშინ 116 წლისა და 66 დღის იყო.

მსოფლიოში ყველაზე ასაკობვან ადამიანად ცნობილი იაპონელი ქალი 1903 წელს დაიბადა, მას 5 შვილი ჰყავს.

კომენტარები