ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტყის ხანძრების ჩაქრობაში 3000 სამხედრო ჩაერთვება

https://thepigeonexpress.com/

ავსტრალიაში, ტყის ხანძრების ჩაქრობაში 3000 სამხედრო ჩაერთვება. გადაწყვეტილება პრემიერმინიტრმა სკოტ მორისონმა გამოაცხადა.

როგორც ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი, ლინდა რეინოლდსმა თქვა, ეს არის ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა სტიქიასთან ბრძოლაში ამდენი სამხედრო მოსამსახურე ერთვება. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

სექტემბრიდან დღემდე ხანძარს 23 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა. მდგომარეობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს. მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას. 

კომენტარები