ჯონ ლენონი

ჯონ ლენონის ცნობილი სათვალე 137 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

Getty Images

ჯონ ლენონის ცნობილი სათვალე აუქციონზე 137 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

The Beatles-ის ვარსკვლავს 1968 წელს სათვალე რინგო სტარის მერსედესის უკანა სკამებზე დარჩა. სწორედ ჯგუფის ყოფილმა მძღოლმა, ალან ჰერინგმა გაყიდა სათვალე ლონდონის სოტბის აუქციონზე და გაიხსენა რომ ისინი დაზიანებული იყო.

"მე ვკითხე ჯონს, თუ სურდა რომ მისთვის სათვალე შემეკეთებინა. მან მიპასუხა, რომ ამაზე არ მედარდა, რადგან სათვალე მხოლოდ ჩაცმულობისთვის უნდოდა", - თქვა ალან ჰერინგმა.

მისივე თქმით, მას არასდროს შეუკეთებია სათვალე. ის პარასკევს გაიყიდა და ანონიმურმა ადამიანმა შეიძინა.

კომენტარები