უსიამოვნო სუნი პარლამენტში

გახარია პარლამენტში სუნზე: დიდ ხანს მოუწევთ კარვებში ცხოვრება და ქუჩის აქციებში მონაწილეობა

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდეგ ეს რომ გადაფარონ გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და მე ვფიქრობ დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 12 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სითხის დასხმას, რისგან გამოწვეული მძაფრი სუნის გამოც, შესვენება გამოცხადდა. ქართული ოცნებს მომხდარში ევროპული საქართველოს დეპუტატებს ირმა ნადირაშვილს და ლელა ქებურიას ადანაშაულებს. "სირცხვილია" კი აცხადებს, რომ სუნზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ და "სისტემა ყარს".

კომენტარები