billboard

ტეილორ სვიფტმა Billboard-ის ჯილდო მიიღო და "კაცების ტოქსიკურ პრივილეგიებზე" ისაუბრა

12 დეკემბერს, ტეილორ სვიფტი Billboard Women in Music (Billboard ქალები მუსიკაში) ჯილდო მიიღო, სცენაზე ავიდა და დაჯილდოების შემდეგ სიტყვაც თქვა, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში კაცების ტოქსიკურ პრივილეგიებს შეეხებოდა. 

ტეილორ სვიფტს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სკუტერ ბრაუნთან, მომღერლის კომპანიის მფლობელთან, რომელიც არტისტს აფინანსებს და მისი საქმეები მიჰყავს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ბრაუნმა სვიფტს ძველი სიმღერების შესრულება აუკრძალა. 

"როდესაც ჩემი მუსიკა და მე სკუტერ ბრაუნზე გაიყიდა, მან არც მე არც ჩემს გუნდს დაგვირეკა, რომ ჩვენი აზრი ეკითხა ჩვენსავე გაყიდვასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, იცოდა ამ დროს რას ვიგრძნობდი, საკუთარ ძალაუფლებას გრძნობდა, სწორედ ეს არის კაცების ტოქსიკური პრივილეგიები მუსიკალურ ბიზნესში, თუმცა სხვები ამბობენ "ის ძალიან კარგად გვექცევაო", რა თქმა უნდა... ამ ოთახში თუ ხართ, ესე იგი ის გაქვთ რაც მას ჭირდება. ზოგადად კი, რაც არ უნდა იყოს, ყველა საუბარი მაინც მუსიკამდე მიგვიყვანს და გადავწყვიტე, უფრო ხშირად ის ვაკეთო რაც მომესურვება და არა ის რასაც მეტყვიან." თქვა სვიფტმა დაჯილდოებაზე. 

კომენტარები