Marvel

Marvel-ის მომავალი ფილმი Eternals, კინოსტუდიის სხვა ფილმებისგან განსხვავებული იქნება

joblo

სტუდია Marvel, თავის მომავალ პროექტებზე სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის. კევინ ფაიგიმ, კომპანიის პრეზიდენტმა, ბოლო Comic Con-ზე მარველის კინოსამყაროს ახალ ფილმზე Eternals ისაუბრა. 

ფილმში  ანჯელინა ჯოლი, ჯემა ჩანი, სელმა ჰაიეკი, კუმაილ ნანჯიანი, კიტ ჰარინგტონიდა სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. . 

პრეზიდენტის თქმით ეს პროექტი სხვა მარველის ფილმებისგან სრულიად განსხვავდება. ის კაცობრიობისა და კოსმოსური ომების ისტორიის 7000 წელს მოიცავს და მარველის სამყაროს აღქმას სრულიად შეცვლის. ეს ამბიციური პროექტი ჩვენს აწმყოსა და მესოპოტამიის თუ სხვა ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილებსა და დროის მონაკვეთებს შეიცავს. 

ფილმის ეკრანებზე გამოსვლას 2020 წლის 4 ნოემბერს უნდა ველოდოთ. 

 

კომენტარები