ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია

კუბილიუსი: თუ იქნება ნაკლები დემოკრატია, მეორე მხრიდან იქნება ნაკლები ინტეგრაცია

შევხვდი როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე მმართველი პარტიის. მმართველი პარტიიდან მივიღე მნიშვნელოვანი დაპირებები, რომ დიალოგი გაგრძელდება და შედეგებს მოიტანს, რომლებიც საარჩევნო სისტემას უფრო პროპორციულს გახდის, შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, მაგრამ უფრო პროპორციული იქნება და მოიტანს, იმედი მაქვს, არჩევნების უფრო დაბალანსებულ შედეგებს.

ამ გზით შესაძლო აღდგეს ის ნდობა საარჩევნო სისტემისადმი, რაც დაიკარგა როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო დაპირების შესრულება პროპორციული სისტემის დანერგვის თაობაზე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ პრინციპს - მეტი მეტის სანაცვლოდ და ნაკლები ნაკლების სანაცვლოდ. ძალიან პრაქტიკული და მკაფიო პრინციპია. თუ ერთი მხრიდან იქნება ნაკლები დემოკრატია, მეორე მხრიდან იქნება ნაკლები ინტეგრაცია. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში ასამბლეის მუშაობა შეაჯამა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კომენტარები