თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მთავარი ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში დიტო ცინცაძის ფილმმა, "ჩაისუნთქე, ამოისუნთქე", მიიღო. ასევე, ჟიურიმ განსაკუთრებულად აღნიშნა უტა ბერიას ფილმი, "უარყოფითი რიცხვები".
იხილეთ გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით:
- ადამიანის უფლებები - "უარყოფითი რიცხვები" (რეჟისორი-უტა ბერია)
- მოკლემეტრაჟიანი - "მამული" (რეჟისორი-გიორგი სიხარულიძე)
- დოკუმენტური - "სანამ მამა დაბრუნდება" (რეჟისორი-მარი გულბიანი)
- განსაკუთრებული ჯილდო დოკუმენტური ფილმისთვის - 12 გაკვეთილი (რეჟისორი-გიორგი მრევლიშვილი)
- ჟიურის სპეციალური პრიზი ოპერატორული ნამუშევრისთვის - "ბოროტმოქმედი" (რეჟისორი- დიმიტრი მამულია)
- საუკეთესო ფილმი - "ჩაისუნთქე, ამოისუნთქე" (რეჟისორი-დიტო ცინცაძე)