ოქრიაშვილის ბანერი დმანისში

"კეთილი იყოს ოპოზიციის მობრძანება დმანისში" - "ოცნების" მაჟორიტარის ბანერი ელისაშვილს

“სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში. კახა ოქრიაშვილი”, – ასეთი ბანერი დაახვედრა ქართული ოცნების წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილი დმანისში ჩასულ სამოქალაქო მოძრაობის წევრებს.

ალეკო ელისაშვილი და "სამოქალაქო მოძრაობის" სხვა წევრები დმანისში კამპანიის “ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი” ფარგლებში ჩავიდნენ.

ოქრიაშვილი ამბობს, რომ ბანერის ფორმაცა და შინაარსიც მისი ინიციატივა იყო და ხარჯებიც თავად გაიღო. 

კომენტარები