ფილიპინებში ტაიფუნს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

TWIT.SU

ფილიპინებში ტაიფუნ "ტისოის" 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი ადამიანი კუნძულ ლუსონზე გარდაიცვალა, კიდევ ხუთი მიმაროპას რეგიონში დაიღუპა. ასევე ორი ადამიანი დაიღუპა კესონის პროვინციაში, ხოლო ერთი კუნძულ ლეიტაზე.

სტიქია ფილიპინებს ორშაბათს დაატყდა თავს. ყველაზე მეტად ბიკოლის რეგიონი დაზარალდა. უსაფრთხოების მიზნით, 500 000 ადამიანი ევაკუირებულია. წვიმის გამო არსებობს წყალდიდობის საშიშროებაც, რომელიც 300 ათას ადამიანს საფრთხეს უქმნის. გადაიდო ათობით ავიარეისი. 

კომენტარები