უნდა მიხვდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმით ვერც ერთ ოპონენტს, ვერც ერთ სამოქალაქო აქტივისტს, ვერ შეაჩერებს და ნებისმიერი საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ალიპაკს ვერ გაუკეთებს ვერავის, მით უფრო, როდესაც ეს საკნის ოთხი კედელი დღეს უკვე არის ძალიან მყიფე და მოყანყალებული
tbl.ge/48w9
დაკოპირდა

ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას პირველი კომენტარი მისი განაჩენის გამოცხადების შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




