მაჟორიტარების ბიუროებზე ბოქლომის დადება

"გადაგვიარეს" - პოლიციამ აქტივისტებს თალაკვაძის ბიუროზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა

პოლიცია არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან
გურია ნიუსი

აქტივისტები სხვადასხვა რეგიონში ქართული ოცნების მაჟორიტარების ოფისებზე ბოქლომეის დადებას ცდილობენ. დილიდან ხმაური იყო ოზურგეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაჟორიტარულ ბიუროსთან. არჩილ თალაკვაძე სწორედ ოზურგეთის მაჟორიტარია.

შენობაში შესულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარებზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც.

"უკვე როდესაც ამოვიღეთ ბოქლომი და ჯაჭვი, ძალის გამოყენებით გამოგვაგდეს გარეთ. კიდევაც წაგვაქციეს, გადაგვიარეს თავზე და ერთ ადამიანს ინფარქტი მოუვიდა, ახლა გადაგვყავს ბათუმში რეანომობილით", - ამბობს ტაბულასთან ოზურგეთის საკრებულოს წევრი ევროპული საქართველოდან, მიხეილ გოგოტიშვილი.

ამ წუთებში აქტივისტები ბოქლომების დადებას ცდილობენ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებზე როგორც რეგიონებში, ასევე, თბილისში. ბიუროებთან მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები